უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ჟენევაში მიმდინარე უეფას კონგრესზე განაცხადა, რომ ევროპული ფეხბურთი ჰარმონიულ ეპოქაშია.
“იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც უეფას პრეზიდენტი ვარ, პროგრესი განვიცადეთ. ახლა ჰარმონიული ეპოქაა. უბრალოდ, ყველანაირად ვეცდებით, რომ პატარა კლუბებმა უმაღლესი დონის ტურნირებზე მიიღონ მონაწილეობა. ჩვენი იდეა ამაში მდგომარეობს”.
უეფას კონგრესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც ესწრებიან.