როგორც იცით, ჯაბა კანკავა უკლუბოდაა. 31 წლის ქართველი ნახევარმცველი ორი წლის განმავლობაში ფრანგულ "რეიმსში" თამაშობდა და ამ ზაფხულს გაწყვიტა კონტრაქტი.
პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ იმ გამორჩეულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ახლა უკლუბოდ არიან. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების კაპიტანიც.
ჯუზეპე როსი, კლაუდიო პიზარო, ბაკარი სანია, სალი მუნტარი, მეტიუ ფლამინი, აბუ დიაბი, ჯოლეონ ლესკოტი... ეს თავისუფალი აგენტების არასრული სიაა.
რამდენიმე დღის წინ გვეწერა, რომ იტალიური "ჯენოა" განიხილავს კანკავას კანდიდატურას და ვნახოთ, როგორ გადაწყდება ეს საკითხი.