უნაი ემერის სეზონის ბოლომდე აქვს პსჟ-სთან კონტრაქტი. მხარეებს ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკება არ დაუწყიათ, ფრანგული Lequipe კი წერს:
"ემერისთან კონტრაქტი ავტომატურად ერთი წლით გაგრძელდება, თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავა. თუ არადა, ესპანელს კარისკენ მიუთითებენ".
არაფერი წერია საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებაზე. როგორც ჩანს, ეს ულაპარაკოდ უნდა მოახერხოს პარიზულმა გრანდმა.