თავისუფალი აგენტი 30 წლის ფორვარდი დანტე კანინგჰემი ისევ “ნიუ ორლეანში” ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კალათბურთელმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც 2.3 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
განვლილ სეზონში კანინგჰემი საშუალოდ ერთ შეხვედრას 6.6 ქულას და 4.2 მოხსნას აგროვებდა.