ლეგენდარულმა კალათბურთელმა სტივ ნეშმა თავის ყოფილ თანაგუნდელს გორან დრაგიჩს და ყოფილ მწვრთნელს იგორ კოკოშკოვს ევრობასკეტის მოგება მიულოცა.
“ვულოცავ ჩემს მეგობარ გორანს MVP-ის ტიტულს და ჩემპიონობას. ჩემი დიდი პატივისცემა ასევე იგორ კოკოშკოვს, რომელიც ჩემი მწვრთნელი იყო “ფინიქს სანსში”. მან სლოვენიას ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა”- განაცხადა ნეშმა.