ცნობილი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლებში მძიმედ ავად გახლდათ და მკურნალობდა, ერთი პერიოდი სცენაზე დაბრუნებაც შესძლო, თუმცა ისევ შეახსენა თავი ავადმყოფობამ.
ზურაბ სოტკილავა სანამ დიდი ტენორი გახდებოდა, ფეხბურთს თამაშობდა და არცთუ ურიგოდ. 16 წლის ასაკში თბილისის "დინამოში" მოხვედრა ხუმრობა არ იყო, თანაც, როგორ "დინამოში". იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანიც.
სოტკილავამ 22 წლის ასაკში ტრავმების გამო დაასრულა საფეხბურთო კარიერა. ბუნებრივია, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარიც იყო სიცოცხლის ბოლომდე.
სოტკილავა მოსკოვში გარდაიცვალა. მას თბილისში დაკრძალავენ.