როგორც მოსალოდნელი გახლდათ, “სოსიედადის” ლიდერობამ (უფრო სწორედ თანალიდერობამ) დიდხანს არ გასტანა. ბასკური კლუბი საკუთარ მოედანზე “რეალს” დაუხვდა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.
ორივე გუნდს ბევრი მოთამაშე აკლდა. მასპინძლებს ინიგო და კარლოს მარტინესები, მიკელ ოიარზაბალი და რაულ ნავასი არ ჰყავდათ, ხოლო სტუმრებს – კრიშტიანო რონალდუ, მატეო კოვაჩიჩი, ტონი კროოსი, ქარიმ ბენზემა და მარსელო. მადრიდელებს წინა ორ მატჩში ქულები ჰქონდათ დაკარგული და მათთვის ამ მატჩში მხოლოდ 3 ქულა იყო მისაღები.
“ბლანკოსისთვის” შეხვედრა კარგად დაიწყო, მე-19 წუთზე ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გატანილი გოლით აღნიშნა ბორხა მაიორალმა. მასპინძლებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს – 28-ე წუთზე კევინ როდრიგესის დარტყმის შემდეგ კეილორ ნავასი უხეშად შეცდა და ბურთი მისი კარის ბადეში აღმოჩნდა. რვა წუთში როდრიგესმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ამჯერად საკუთარ კარში. ის ბორხა მაიორალის გადაცემის ჩაჭრა ცდილობდა, თუმცა ამის ნაცვლად ხერონიმო რულის გაუტანა. 61-ე წუთზე კი გარეტ ბეილის ჯერი დადგა, რომელმაც სისწაფის ხარჯზე იმავე კევინ როდრიგესის დაჩაგვრა მოახერხა, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მიმდინარე სეზონში მეორე გოლის გატანა მოახერხა - 1:3. აღსანიშნავია, რომ “რეალმა” ლა ლიგაში ზედიზედ მე-11 საგარეო მატჩი მოიგო, რაც აქამდე არასდროს ჰქონდა გაკეთებული.
“სევილია” გასვლაზე “ხირონას” დაუპირისპირდა და 3 ქულის მოპოვება ძვლივს მოახერხა. 69-ე წუთზე მასპინძელთა მეკარის შეცდომის წყალობით ლუის მურიელმა ანდალუსიური კლუბი დააწინაურა. მიუხედავად იმისა, რომ “დალაქები” მთელი მატჩის განმალობაში უპირატესობას ფლობდნენ, ძალიან გაუმართლათ, 2 ქულა რომ არ დაკარგეს – 90-ე წუთზე ფრანკო ვაზკესმა პენალტი აიკიდა, მაგრამ სევილიელთა საბედნიეროდ ალექს გრანელმა მისი გამოყენება ვერ შეძლო: ბურთი ხარიხას გაარტყა – 0:1.
“ვილიარეალი” ბასკეთში უქულოდ მყოფ “ალავესს” ეწვია და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლი გაიფორმა სედრიკ ბაკამბუმ, ხოლო ერთი გოლი კარლოს ბაკას ანგარიშზეა. “ლას პალმასი” კი შინ “ბილბაოს” დაუხვდა და შეცვლაზე შემოსული ლოიკ რემის მიერ 87-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით იმარჯვა.
ალავესი – ვილიარეალი 0:3 (0:1)
ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”
ალავესი (4-3-2-1): პაჩეკო, ელი, ალექსისი, ალფონსო, ვიგარაი, ვაკასო (რომერო 57), პინა, მედრანი, იბაი (მ.გარსია 84), კრკიჩი (სობრინო 63), ელ ჰადადი.
მწვრთნელი: ლუის ზუბელდია
ვილიარეალი (4-4-2): ბარბოსა, ალვარო, რუისი, კოსტა (გასპარი 75), რუკავინა, რ.ერნანდესი, ტრიგეროსი, კასტილიეხო, ფორნალსი, ბაკამბუ (უნალი 79), ბაკა (ჩერიშევი 89).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
გოლები: 0:1, 0:3 ბაკამბუ (32; 62), 0:2 ბაკა (52)
გაფრთხილებები: სობრინო, ალფონსო – რ.ერნანდესი, რუისი
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ხირონა – სევილია 0:1 (0:0)
ხირონა, “ესტადიო მუნიციპალ დე მონტილივი”
ხირონა (3-4-2-1): ირაისოსი, ხუანპე, მუნიესა, ესპინოსა, პონსი (კაიოდე 80), გრანელი, მოჯიკა, ადეი, პორტუ (ოლუნგა 80), ბ.გარსია, სტუანი (ა.გარსია 67).
მწვრთნელი: პაბლო მაჩინი
სევილია (4-3-3): ს.რიკო, ლენგლე, კარისო, კორშია, კაროლე, ნ’ზონზი, განსო (ფ.ვაზკესი 63), ბანეგა, სარაბია (კრონ-დელი 85), ვ.მონტოია (მერკადო 77), მურიელი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლი: მურიელი (69)
გაფრთხილებები: ხუანპე, ესპინოსა – ნ’ზონზი, კორშია, კარისო, ლენგლე, ფ.ვაზკესი
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა
91-ე წუთზე გრანელმა პენალტი ვერ გაიტანა (ხარიხა)
ლას პალმასი – ბილბაო 1:0 (0:0)
ლას პალმასი, “გრან კანარია”
ლას პალმასი (4-2-3-1): ჩიჩიზოლა, ხ.ნავარო, ლემოსი, დ.კასტელიანო, მიჩელი, ხ.კასტელიანო (ვ.გომესი 84), აკვილანი, ვიტოლო (რემი 64), ვიერა, ჰალილოვიჩი (ტანანე 37), კალერი.
მწვრთნელი: მანოლო მარკესი
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ნუნესი, ლაპორტე, ბოვედა, საბორიტი, ვესგა, იტურასპე (ბენიატი 87), რ.გარსია, სუსაეტა (მუნიაინი 63), მერინიო (ადურისი 63), უილიამსი.
მწვრთნელი: ხოსე ანხელ ზიგანდა
გოლი: რემი (87)
გაფრთხილებები: კალერი, ტანანე – ლაპორტე, ადურისი, ვესგა
მსაჯი: პაბლო გონსალეს ფუენტესი
სოსიედადი – რეალი 1:3 (1:2)
სან-სებასტიანი, “ანოეტა”
სოსიედადი (4-3-3): რული, ელუსტონდო, ლორენტე, ოდრიოზოლა, კ.როდრიგესი, პრიეტო (ხუანმი 69), ილარამენდი, ზურუტუზა, იანუზაი (აგირეჩე 77), კანალესი (ველა 57), ვილიან ჟოზე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
რეალი (4-3-3): ნავასი, რამოსი, ვარანი, ტ.ერნანდესი (ნაჩო 93), კარვახალი, კასემირო, ისკო, მოდრიჩი, ასენსიო (სებალიოსი 86), ბეილი, მაიორალი (ლ.ვაზკესი 75).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
გოლები: 0:1 მაიორალი (19), 1:1, 1:2 კ.როდრიგესი (28; 36 ს.კ.), 1:3 ბეილი (61)
გაფრთხილებები: ლორენტე, ილარამენდი, იანუზაი – ასენსიო, კასემირო
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა