ფეხბურთი

14:35 | 17.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პელე ინვალიდის ეტლით მოძრაობს

პელე ინვალიდის ეტლით მოძრაობდა, ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში უამრავ ავტოგრაფს არიგებდა და სამახსოვრო ფოტოებს იღებდა. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი 23 ოქტომბერს 77 წლისა გახდება.

მან ერთი წლის წინ ხელჯოხით დაიწყო სიარული, რადგან მანამდე ბარძაყზე გაიკეთა ოპერაცია. ამჯერად კი ინვალიდის ეტლიც დასჭირდა.

ედსონ არანტეს დო ნასიმენტუ დასახელებულია გასული საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად. ეს ფიფა-ს ვერსიით. ასევე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც პელე სცნო XX საუკუნის ნომერ პირველ ფეხბურთელად.

თეგებიპელე
0.114787