ფეხბურთი

22:55 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” ბათუმელებს მწარე მარცხი აგემა  

0:5 – მძიმე დღეშია ბათუმის “დინამო”. გუნდმა ზედიზედ მეორედ წააგო ამ ანგარიშით. არადა, თითქოს ცუდად არ დაუწყიათ მესამე წრე, “ლოკომოტივსაც” სძლიეს, მაგრამ მაინც გაჩერდა კონსტანტინ ფროლოვის გუნდი და აი, უკვე მწარედ აგებს. “ტორპედომ” კი ტავისი თამაში დაიჭირა და პირველივე ტაიმში ყველაფერი გადაწყვიტა.

თორნიკე კაპანაძემ მარჯვნივ გააყოლა ბურთი გრიგოლ დოლიძეს, რომლის ჩაწოდებული ბურთი მეკარე ტიმოფეევს ხელიდან გაუვარდა და გიორგი ქიმაძემ ახლოდან დაამატა – 0:1.

მალევე, ლევან კუტალიას ჩაწოდებას ბექა ტუღუშის ერთი შეხებით ზუსტი დარტყმა მოჰყვა და 0:2.

დავით კვირკველიამ კაპანაძესთან პოზიცია წააგო, შემდეგ წესიც დაარღვია და პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი კუხიანიძემ გოლად აქცია – 0:3. არადა, მანამდე კვირკველია იქით ითხოვდა პენალტს, რადგან მიიჩნევდა, რომ ბათუმელთა ერთ-ერთ ფეხბურთელს ხელზე მოხვდა ბურთი.

პირველივე ტაიმში დასრულდა ინტრიგა. ბოლოსღა გავიდა გოლები. ჯერ უკრაინელმა კორობკამ ძლიერი დარტყმით შეაგდო, ხოლო ბოლო გოლი ნახვად ღირდა: კუხიანიძემ დაიწყო შეტევა და თავადვე დაასრულა, თუმცა გამოსარჩევი იყო ტუღუშის ქუსლური პასი...

ეროვნული ლიგა. 26-ე ტური

ბათუმი. რაგბი არენა

დინამო (ბათუმი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:5 (0:3)

დინამო ბთ: ტიმოფეევი, ფარტენაძე, მახარაძე, კვირკველია, სუხიაშვილი, არზიანი (ფლამარიონი 56), შონია, ე.გრიგალაშვილი (ქავთარაძე 88), ჩოგაძე (თევდორაძე 55), მარცვალაძე, კვასოვი

მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, ქიმაძე, გიგაური, კუხიანიძე, კუტალია (კუჭუხიძე 80), ტუღუში, დოლიძე (კორობკა 83), კაპანაძე (მამასახლისი 62)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 0:1 ქიმაძე (14), 0:2 ტუღუში (22), 0:3 კუხიანიძე (37 პენ), 0:4 კორობკა (83), 0:5 კუხიანიძე (88)

გაფრთხილება: კვირკველია, მახარაძე – კაპანაძე, ჭიჭინაძე, ტუღუში

მსაჯი: ხორავა

0.11597