“ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” ნახევარმცველი გარეთ ბერი რაიან გიგზს გაუტოლდა. საქმე ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობას ეხება. ამჟამად ორივე ფეხბურთელის ანგარიშზე 632 პრემიერლიგური მატჩია და პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ.
თუმცა ეჭვგარეშეა, რომ 36 წლის ინგლისელი ფეხბურთელი მალე რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდება. ბერიმ სარეკორდო ნიშნულს “ვესტ ჰემთან” შეხვედრაში მიაღწია (0:0).
გარეთ ბერის პრემიერლიგაში დებიუტი 1998 წლის 2 მაისს, “ასტონ ვილასა” და “შეფილდ უენსდის” მატჩში ჰქონდა. იქედან მოყოლებული ვეტერანი ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონატში რეგურალურად თამაშობს.
632 შეხვედრა კი შემდეგნაირად ნაწილდება: “ასტონ ვილა” – 365 მატჩი, “მანჩესტერ სიტი” – 132 მატჩი, “ევერტონი” – 131 მატჩი და “ვესტ ბრომვიჩი” – 4 მატჩი.
აქვე წარმოგიდგენთ პრემიერლიგის ყველაზე სტაჟიან ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომელთაც ინგლისის მთავარ ლიგაში 500-ზე მეტჯერ უთამაშიათ:
1-2. რაიაინ გიგზი – 632
1-2. გარეთ ბერი – 632
3. ფრენკ ლამპარდი – 609
4. დევიდ ჯეიმსი – 572
5. გარი სპიდი – 535
6. ემილ ჰესკი – 516
7. მარკ შვარცერი – 514
8. ჯეიმი კარაგერი – 508
9. ფილ ნევილი – 505
10.სტივენ ჯერარდი – 504
11. რიო ფერდინანდი – 504
12. სოლ კემპბელი - 503.