ფეხბურთი

18:32 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამტრედიელთა აფრიკული დესანტი

“სამტრედიამ” ბოლოს მაინც გატეხა თბილისის “ლოკომოტივი”, რომელიც ბოლო ტურებს მშვენივრად ატარებდა. 2:1 და ორივე გოლი კოტდივუარელმა ინტერს გიიმ გაიტანა, ხოლო სტუმართაგან ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა თავი და მე-19 ბურთი მიითვალა სეზონში.

პირველ გოლს რაც შეეხება, მეორე ტაიმის საწყის წუთებზე გიორგი დათუნაიშვილმა ჩააწოდა, ნიკა საბანაძემ მკერდით გააჩერა ბურთი, დაარტყა და გოლიც გავიდა. თუმცა ბურთი კოტდივუარელ ინტერს გიის შეეხო და ისე შევარდა კარში – 1:0. თამაშგარე არ ყოფილა, რადგან “ლოკოს” ერთი ფეხბურთელი ჩარჩენილი იყო.

“ლოკომ” კარგი კომბინაციის შედეგად გაათანაბრა. გიორგი დიასამიძემ ბოლოს მშვენიერი მოძრაობა გააკეთა და პასიც დაფარული იყო, სიხარულიძემ კი ვარდნაში მოახერხა გატანა – 1:1.

...და თითქოს ფრისკენ მიდიოდა საქმე, როცა გიიმ ნიგერიელი ოლაიტანის პასის შემდეგ შეაგდო. კარგი კომბინაცია გაათამაშეს აფრიკელმა ლეგიონერებმა და გოლიც მათი დამსახურებაა. “სამტრედიამ” 9 ქულით გაუსწრო “ლოკომოტივს”.

ეროვნული ლიგა. 26-ე ტური

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე

სამტრედია – ლოკომოტივი 2:1 (0:0)

სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი, კასრაძე (მარკოზაშვილი 81), სანდოხაძე, მჭედლიშვილი,გოგიაშვილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (ახალაძე 90+5), გიი, საბანაძე (ოლაიტანი 66)

მწვრთნელი: გია ცეცაძე

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჭანტურია (ჩიტეიშვილი 82), კობახიძე, რეხვიაშვილი, ქავთარაძე, უბილავა, სამურკასოვი (გვალია 58), გოროზია (კიკაბიძე 64), დიასამიძე, არველაძე, სიხარულიძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გოლები: 1:0 გიი (49), 1:1 სიხარულიძე (68), 2:1 გიი (90+3)

გაფრთხილება:საბანაძე – ქავთარაძე, სიხარულიძე, ჭანტურია

მსაჯი: ყრუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114419