არგენტინის ნაკრების მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. “ალბისელესტეს” რუსეთის საგზურისთვის ბრძოლა კონმებოლის შესარჩევი ციკლის ბოლო ორ ტურში მოუწევს.
შესაბამისად, პერუსთან და ეკვადორთან გასამართი მატჩების მნიშვნელობა დიდია. ხორხე სამპაოლიმ მზადება უკვე დაიწყო და არგენტინის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ სამპაოლი ისევ არ ენდო გონსალო იგუაინს, რომელიც ნაკრებს მიღმა ზედიზედ მეორედ დარჩა. სხვა მხრივ კი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა ასეთი შემადგენლობით მოუწევს.
მეკარეები: სერხიო რომერო (“მანჩესტერი”, ინგლისი), ნაუელ გუზმანი (“ტიგრესი”, მექსიკა), აგუსტინ მარკესინი (“ამერიკა”, მექსიკა)
მცველები: ფედერიკო ფაციო (“რომა”, იტალია), ემანუელ მამანა (“ზენიტი”, რუსეთი), ხერმან პეცელა (“ფიორენტინა”, იტალია), ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”, ესპანეთი), ნიკოლას ოტამენდი (“სიტი”, ინგლისი), გაბრიელ მერკადო (“სევილია”, ესპანეთი)
ნახევარმცველები: ხავიერ აკუნია (“სპორტინგი”, პორტუგალია), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), ლუკას ბილია (“მილანი”, იტალია), ლეონარდო პარედესი (“ზენიტი”, რუსეთი), ევერ ბანეგა (“სევილია”, ესპანეთი), ალეხანდრო გომესი (“ატალანტა”, იტალია), ედუარდო სალვიო (“ბენფიკა”, პორტუგალია), ემილიანო რიგონი (“ზენიტი”, რუსეთი)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), სერხიო აგუერო (“სიტი”, ინგლისი), მაურო იკარდი (“ინტერი”, იტალია), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”, იტალია)
არგენტინის ნაკრები 6 ოქტომბერს, პერუს ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ეკვადორს ესტუმრება. ამჟამად, სამპაოლის გუნდი მეხუთე ადგილზეა 24 ქულით. საგულისხმოა, რომ ამდენივე ქულა აქვს პერუს ნაკრებს. მოკლედ, ამ გუნდთან მატჩი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს...