უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა დონეცკის “შახტარის” მცველ დავით ხოჭოლავას. მართალია, ქართველ ფეხბურთელს “ნაპოლისთან” შეხვედრაში ძალიან მცირე დრო დაეთმო, მაგრამ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში ქართველების გამოჩენას ბოლო წლებში ძალზე მოკლებულნი ვართ და ესეც აღსანიშნავია.
ხოჭოლავამ მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე ორდეცი შეცვალა და საბოლოოდ, მოედანზე 3 წუთი გაატარა. “შახტარმა” კი იტალიური გუნდი 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო.