პორტუგალიური “პორტუს” მეკარე იკერ კასილიასი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში კიდევ ერთი კუთხით ჩაეწერა. საქმე ისაა, რომ 36 წლის კიპერი უკვე ზედიზედ 19 სეზონია ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს.
ასეთი ხანგრძლივი მაჩვენებელი მხოლოდ რაიან გიგზს აქვს და სწორედ მას გაუტოლდა იკერი. ესპანელს ლიგაზე დებიუტი 1999-2000 წლების სეზონში ჰქონდა.
დღემდე ვეტერანი მეკარის ანგარიშზე ევროპის ყველაზე რესტიჟულ ტურნირში 165 თამაშია.