ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა “მილანის” მომავალს ახალი მფლობელების ხელში სკეპტიკურად უყურებს. როგორც რაიოლამ თქვა, ახალი პროექტი “როსონერის” წარსულის დიდებას ვერ დაუბრუნებს.
“ვფიქრობ, რომ ეს პროექტი “მილანს” წარსულის დიდებას ვერ დაუბრუნებს. ეჭვქვეშ არ ვაყენებ მარკო ფასონესა და მასიმილიანო მირაბელის საქმეს, არამედ მფლობელებს, მათში ვერ ვხედავ ლიდერის ფუნქციებს.
დონარუმა? მისი სურვილია დარჩეს. კაპიტნის სამკლავური? მე მათთვის არასოდეს მითხოვია, ეს მათ შემოგვთავაზეს. ის ძალიან ახალგაზრდაა. ბევრი მას დაქირავებულ მებრძოლს უწოდებდა, მაგრამ როდესაც ის დარჩა, ბევრმა ბოდიშიც მოიხადა”, - თქვა რაიოლამ.