იტალიური “ნაპოლისა” და სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნეაპოლელთა შანსებს აფასებს. როგორც 30 წლის მოთამაშე აღნიშნავს, გუნდის მიზანი მერვედფინალში გასვლაა.
“ჩვენ არ ვართ ყველაზე რთულ ჯგუფში, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ თითოეულ გუნდს გააჩნია საკუთარი ძლიერი თვისებები.
“შახტარი” ხშირად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე, “ფეინოორდი” ჰოლანდიის ჩემპიონია, “მანჩესტერ სიტის” კი წარდგენა არ სჭირდება.
უკრაინელებთან მატჩი ჩვენთვის რთული გამოცდა იქნება, მაგრამ ვიცით, რომ მაურისიო სარისთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში მკვეთრად გავიზარდეთ.
ჩვენი მიზანი 1/8 ფინალში გასვლაა და შემდეგ უკვე ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული”, - უთხრა ჰამშიკმა Football Italia-ს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი“შახტარსა” და “ნაპოლის” შორის 13 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.