“პარი სენ ჟერმენის” ახალგაზრდა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კონკრეტული მიზანი არ აქვს, თუმცა სურს, რომ გუნდთან ერთად გამარჯვება მოიპოვოს და ბრაზილიელ თანაგუნდელს ნეიმარს, ოქროს ბურთის მოპოვებაში დაეხმაროს. გთავაზობთ ამონარიდებს ფრანგი ფეხბურთელის ინერვიუდან.
“კონკრეტული მიზანი არ მაქვს, მაგრამ ეს სეზონი წინაზე უკეთესი თუ იქნება, ამას დადებითად შევაფასებ. მთავარია გუნდთან ერთად გავიმარჯვო”.
“ნეიმართან თამაში დიდი პატივია. მინდა, მას ოქროს ბურთის მოგებაში დავეხმარო”.
“ვერატი წარმოუდგენელი მოთამაშეა. კრიტიკა დიდ ფეხბურთელებზე არ მოქმედებს, ასეა ვერატის შემთხვევაშიც”.
“ბუფონი? ჩემთვის გასაოცარია თუ როგორ თამაშობს ის და მის დონეზე ასვლა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა”.
“უცნაურია, რომ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად არ ითვლება. ყოველ წელს გვესმის, რომ “ბარსელონა”, “რეალი” და “ბაიერნი” არიან ლიდერები, თუმცა ყველამ დაინახა, რომ “იუვენტუსმა” 3 წლის განმავლობაში 2-ჯერ მოახერხა ფინალში თამაში”.
“მე, კაკას და შევჩენკოს “მილანის”, ასევე ადრიანოს “ინტერის” თამაშებზე გავიზარდე. მათთვის, ვისაც ეს ფეხბურთელები უყვარს, დღეს შექმნილი კრიზისი მითია და არასდროს ჩაკვდება მათი იმედები, ისევე როგორც “როსონერისა” და “ნერაძურის” ამბიციური პროექტები”.
“ძალიან დიდ პატივს ვცემ იტალიელებსა და იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელებს. ვერატის, ბუფონს, ბონუჩის, ინსინიეს, დიბალას და კეიტას, რომელიც “ლაციოში” თამაშობდა, თუმცა ახლა მე ის “მონაკოში” დავტოვე”, - თქვა მბაპემ.