ფეხბურთი

23:25 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დი ფრანჩესკო: "ატლეტიკოსთან" მატჩი გადაწყვეტია"

“რომას” მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურია.

იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა საგოლე მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

“ველოდები ბრძოლას – თუ არ ვიბრძოლებთ, ვერ გავიმარჯვებთ. ძალიან დელიკატური მატჩია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. “სამპდორიასთან” მატჩი გადაიდო და უფრო დასვენებულები ვართ, ვიდრე მეტოქე – უფრო მეტი დრო გვქონდ ამ შეხვედრისთვის რომ მოვმზადებულიყავით. თუმცა, სიმეონემაც ბევრი წამყვანი მოთამაშე დაასვენა.

მთელი თამაში ყურადღებით უნდა ვიყოთ და საგოლე მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

ოთხი წლის განმავლობაში ორი ფინალი შემთხვევითობა არაა. სიმეონე დიდი მწვრთნელია. საჯაროდ ვერ ვიტყვი, მაგრამ გვაქვს გარკვეული ჩანაფიქრი, რითაც “ატლეტიკოს” პრობლემები უნდა შევუქმნათ”, - თქვა დი ფრანჩესკომ.

“რომა” – “ატლეტიკოს” შეხვედრა 12 სექტემბერს, 22:45 საათზე გაიმართება.

0.123151