ფეხბურთი

0:00 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

2:2 და ქართველთა გოლები - არაბული, ძალამიძე, ბერიძე

ბაჩანა არაბულმა ორი გოლი გაიტანა უნგრეთის უმაღლეს ლიგაში. მისმა "ბალმაზუივაროშმა" სტუმრად ქულა აიღო "მეზიოკოვეშდთან" (2:2). არაბულმა 35-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო 88-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

არაბულს მიმდინარე სეზონში სამი გოლი აქვს აქტივში, მისი გუნდი კი რვა ტურის შემდეგ ბოლოსწინა ადგილზეა.

რუმინეთში გავიდა ერთი ქართული გოლი. ბუქარესტის "იუვენტუსის" შემტევმა ნიკა ძალამიძემ მე-3 წუთზე გაუტანა "პოლი იასის", მატჩი კი 2:2 დასრულდა. ძალამიძემ 72 წუთი დაჰყო მინდორზე. "იუვენტუსს" 9 ტურის შემდეგ მოგება არ აქვს - სამი ფრე და ექვსი წაგება. ეს კი ძალამიძის პირველი გოლია რუმინეთში.

მორიგი ქართული გოლი და მორიგი 2:2... გიორგი ბერიძემაც გამოიჩინა თავი. სლოვაკეთის ჩემპიონატში "ტრენჩინმა" 2:2 დაასრულა "სლოვანთან" და ამ შეხვედრაში ქართველმა გარემარბმა 27-ე წუთზე გასხნა ანგარიში. "ტრენჩინი" მეათე (ბოლოდან მესამე) საფეხურზეა.

უკრაინაში "შახტარმა" 3:1 სძლია "ზორიას" და დავით ხოჭოლავამაც ითამაშა. ქართველი მცველი 65-ე წუთზე შევიდა მინდორზე, გაფრთხილებაც მიიღო. რაც შეეხება გიორგი არაბიძეს, ის განაცხადში არ ყოფილა - წინა დღეს დუბლებში ითამაშა.

სანდრო კობახიძემ თავის ძველ-ახალ გუნდში, პოლტავის "ვორსკლაში" ითამაშა. დონეცკის "ოლიმპიკთან" (1:1) ბოლო 20 წუთი დაჰყო მინდორზე. როგორც იცით, კობახიძე წინა სეზონში თამაშობდა "ვორსკლაში", შემდეგ თურქულ "გიოზთეფეში" გადავიდა, მაგრამ ისევ დაუბრუნდა უკრაინულ კლუბს.

0.121518