ფეხბურთი

19:59 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი":4 გოლი და ზედიზედ მე-4 მოგება

თბილისის "ლოკომოტივმა" მორიგი მატჩი მოიგო ეროვნულ ჩემპიონატში. გიორგი დევდარიანის გაწვრთნილებმა 4:2 აჯობეს გორის "დილას" და კვლავაც 5-ქულიანი ჰანდიკაპით არიან მე-4 ადგილზე. ეს თბილისელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა.

ვატო არველაძემ გიორგი გოროზიას კარგი პასის შემდეგ ახლოდან, ვარდნაში გაიტანა; მერე გოროზიამ თავად შეაგდო ირაკლი სიხარულიძის გადაცემით; მესამე გოლი კი გიორგი რეხვიაშვილის პასის შემდეგ, გეგა დიასამიძემ მიითვალა.

საერთოდ, სად იყო "დილას" დაცვა, გაუგებარია. განსაკუთრებით მეორე და მესამე გოლების დროს იყო სრული სიცარიელე.

მატჩის ბედი, ალბათ, 43-ე წუთზე გადაწყდა, როცა მორასმა ნოდარ ქავთარაძის წინააღმდეგ იუხეშა, მეორე გაფრთხილება მიიღო და "დილა" 10 კაცით დატოვა. ამ დროს 2:0 იყო.

სხვათა შორის, ათკაციანმა "დილამ" მეორე ტაიმში 2 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ამით თამაშის სურათი არ შეცვლილა. ამ გოლებს შორის ლუკა კიკაბიძემ შეაგდო ქავთარაძის პასის შემდეგ. სხვათა შორის, ეს კიკაბიძის პირველი გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.

გორელთა გოლებს რაც შეეხება, ირაკლი ძარიას ჩაწოდებულ კუთხურს ოთარ კუსიანის თავური მოჰყვა, ხოლო მეორე გოლი ცოტა კურიოზულ ვითარებაში გავიდა: ფლავიო ნუბიოს თავით სუსტად დარტყმული ბურთი რევაზ თევდორაძემ ხელში ვერ შეიმაგრა და ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა "ლოკოს" 19 წლის ნახევარმცველ ლუკა ვარძელაშვილს. მან ბოლო 20 წუთი ითამაშა.

თბილისი. მიხეილ მესხი2.

ეროვნული ლიგა. 25-ე ტური

ლოკომოტივი-დილა 4:2 (3:0)

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჭანტურია, კობახიძე (ქურდაძე 73), რეხვიაშვილი, ქავთარაძე, უბილავა, სამურკასოვი, გოროზია (ვარძელაშვილი 71), არველაძე (კიკაბიძე 59), დიასამიძე, სიხარულიძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

დილა: მუჯრიშვილი, მორასი, აბუბაქარი, კვახაძე, სოფრომაძ, ძარია (ნონიკაშვილი 66), რაზმაძე, დერეტი (გოგატიშვილი 46), კირკიტაძე, ნუბიო, ფანცულაია (კუსიანი 51)

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლები: 1:0 არველაძე (6), 2:0 გოროზია (23), 3:0 დიასამიძე (45), 3:1 კუსიანი (54), 4:1 კიკაბიძე (69), 4:2 ნუბიო (85)

გაფრთხილება: აბუბაქარი, მორასი

გაძევება: მორასი (43, დილა)

მსაჯი: ნინუა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120089