საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე, შესაძლოა, მოედანს მიმდინარე თვის ბოლოს დაუბრუნდეს.
Tuttomercatoweb.com-ის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს მუხლის ტრავმა ისევ აწუხებს და ამჟამად მხოლოდ აუზით და სატრენაჟორო დარბაზით უწევს დაკმაყოფილება.
ლევანს მომავალ კვირაში მტკივან ფეხზე მორიგი გამოკვლევა ჩაუტარდება და წესით, ამის შემდეგ უნდა გახდეს საბოლოოდ ცნობილი, თუ როდის შეძლებს იგი თამაშს.
შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძემ ტრავმა აპრილის თვეში “მილანთან” მატჩში მიიღო და იქედან მოყოლებული ლაზარეთში იმყოფება.