1985 წლის შემდეგ პირველად, დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში ოთხივე ჩოგბურთელი ამერიკელია.
ამერიკის ღია პირველობაზე მედისონ ქისი კოკო ვანდევეის შეხვდება, მატჩი 8 სექტემბერს თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ვინუს უილიამსი სლოან სტეფენს დაუპირისპირდება, თამაში 8 სექტემბერს თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.
1985 წელს უიმბლდონის ნახევარფინალში ოთხი ამერიკელი გავიდა, კრის ევერტი, მარტინა ნავრატილოვა, ზინა ჰარისონი, ქეთი რინალდი.