იტალიური ავტორიტეტული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი მიმდინარე სეზონში სერია ა-ს კლუბების მიერ გაყიდული აბონემენტების რაოდენობას აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, ყველაზე მეტი აბონემენტი ერთი ქალაქის ორმა გუნდმა გაყიდა. “მილანი” და “ინტერი”, რომლებიც მატჩებს ერთ სტადიონზე მართავენ, მიმდინარე სეზონში ამ კუთხით ყველაზე შედეგიანები გამოდგნენ.
მესამე ადგილზეა გასული წლის ჩემპიონი “იუვენტუსი”. ტურნირებმა 29 200 აბონემენტი გაყიდეს.
წამყვანი კლუბებიდან ყველაზე ცუდი შედეგი “ნაპოლის” აქვს, რომლის ქომაგებმა მხოლოდ 5888 აბონემენტი შეიძინეს.
აქვე სია სრულად:
“მილანი” 31 000
“ინტერი” 31 000
“იუვენტუსი” 29 200
“რომა” 20 000
“ჯენოა” 17 144
“ფიორენტინა” 17 000
“სამპდორია” 16 400
“ატალანტა” 14 041
“ბოლონია” 13 054
“უდინეზე” 11 662
“ტორინო” 11 492
“ვერონა” 11 467
“ლაციო” 10 000
“სპალი” 8 103
“ბენევენტო” 7 783
“კროტონე” 7 500
“კიევო” 7 142
“კალიარი” 7 007
“ნაპოლი” 5 888
“სასუოლო” 4 800