37 წლის ვინუს უილიამსი ამერიკის ღია პიველობის ნახევარფინალში გავიდა. უილიამსმა მეოთხედფინალში ჩეხი პეტრა კვიტოვა 6:3, 3:6, 7:6 დაამარცხა. მატჩი 2 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. გადამწყვეტ მესამე სეტში პეტრა 3:1 დაწინაურდა, თუმცა ვინუსმა უკუბრეიკის გაკეთება მოახერხა და პარტია ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უკეთესი ამერიკელი აღმოჩნდა და 7:2 მოიგო.
ვინუსი ნახევარფინალში თავის თანამემამულეს, სლოან სტეფენსის შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ლატვიელი ანასტასია სევასტოვა 6:3, 3:6,7:6 დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებში სლოანი უფროს უილიამსს 2:0-ს უგებს. შეხვედრა 8 სექტემბერს თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.