ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატთან ძალიან ახლოსაა, ხოლო იტალიას პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა. ეს ჯერ კიდევ სამი დღის წინ გაირკვა, როცა “ფურია როხამ” “სკუადრა აძურა” გაანადგურა – 3:0.
მერვე ტურში კი, ორივე ფავორიტმა მოიგო – ესპანეთმა ლიხტენშტეინს, როგორც ერთი წლის წინ აყარა შავი დღე, ახლაც იგივე დამართა. 8:0 – იულიან ლოპეტეგის გუნდმა კარგად ივარჯიშა. სხვა რა უნდა ითქვას, ცა და დედამიწა იყო მინდორზე...
აი, იტალიამ კი იწვალა, მაგრამ მაინც მოიპოვა ესოდენ მნიშვნელოვანი სამი ქულა და პლეი-ოფს აღარაფერი აშორებს. რეჯიო ემილიაში, აპენინელებმა ისრაელის ნაკრებს ჩირო იმმობილეს გოლით მოუგეს – 1:0.
სკოპიეში კი, მაკედონიამ და ალბანეთმა გოლები გაცვალეს და ამით, კრისტიან პანუჩის გუნდმა ფაქტობრივად ყველა გზა მოიჭრა პლეი-ოფში თამაშისა. იტალიასთან სხვობა ექვსი ქულაა და წინ ორი მატჩია – ყველაფერი ნათელია.
მაკედონია – ალბანეთი 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 როში (53), 1:1 ტრაიკოვსკი (78, პენ)
იტალია – ისრაელი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 იმმობილე (53)
ლიხტენშტეინი – ესპანეთი 0:8 (0:4)
გოლები: 0:1 რამოსი (3), 0:2 მორატა (15), 0:3 ისკო (16), 0:4 სილვა (39), 0:5 იაგო ასპასი (51), 0:6 მორატა (54), 0:7 იაგო ასპასი (63), 0:8 გოპელი (89, ა.გ)
1. | ესპანეთი | 8 | 7 | 1 | 0 | 32:3 | 22 | |
2. | იტალია | 8 | 6 | 1 | 1 | 19:7 | 19 | |
3. | ალბანეთი | 8 | 4 | 1 | 3 | 10:9 | 13 | |
4. | ისრაელი | 8 | 3 | 0 | 5 | 9:14 | 9 | |
5. | მაკედონია | 8 | 2 | 1 | 5 | 10:14 | 7 | |
6. | ლიხტენშტეინი | 8 | 0 | 0 | 8 | 1:34 | 0 |
მომდევნო ტური – 6 ოქტომბერი
იტალია – მაკედონია
ლიხტენშტეინი – ისრაელი
ესპანეთი – ალბანეთი