ფეხბურთი

21:05 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანდრეა ანიელი ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტია

ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ამიერიდან ევროპის დიდი კლუბების პრეზიდენტი გახდა. იტალიელმა ამ თანამდებობზე “ბაიერნის” ხელმძღვანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე შეცვალა, რომელიც ამიერიდან აღნიშნული ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი იქნება.

“ეს ჩემთვის დიდი პატივია. მე შევცვალე დიდი ადამიანი და მენეჯერი. ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობა ფიფასა და უეფას პრეზიდენტთან და ვთანამშრომლობთან მათთან. უახლოეს მომავალში განისაზღვრება პრიორიტეტები. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად ფეხბურთის გასაუმჯობესებლად”, - აღნიშნა ანიელიმ.

ევროპის დიდი კლუბების ასოციაცია 2008 წელს შეიქმნა. იგი G14-ის დაშლის შემდეგ წარმოიქმნა და დაარსების დღიდან რუმენიგე ხელმძღვანელობდა.

0.06527