ევრობასკეტ-2017-ის D ჯგუფის მეოთხე ტურის მეორე შეხვედრაში სერბეთმა დიდი ბრიტანეთი 82:68 დაამარცხა და ერთი ტურით ადრე ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ბალკანელები წინ იყვნენ და მათი გამარჯვება ეჭვქვეშ არ დამდგარა.
საუცხოო შეხვედრა ჩაატარა სერბთის ლიდერმა ბოგდან ბოგდანოვიჩმა, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი და 5 ჩაჭრა შესძინა. ბრიტანელებს შორის მხოლოდ ორი კალათბურთელი გამოირჩა ოკეარეფორმა და ოლასენმა 20-20 ქულა ჩააგდეს.
ამავე ჯგუფში დღეს 22:00 საათზე თურქეთი ბელგიას დაუპირისპირდება.
სერბეთი – დიდი ბრიტანეთი 82:68 (25:14, 22:24, 18:17, 17:13)
1. | ლატვია | 4 | 3 | 0 | 0 | 1 | 355:317 | 7 | |
2. | სერბეთი | 4 | 3 | 0 | 0 | 1 | 326:299 | 7 | |
3. | რუსეთი | 4 | 3 | 0 | 0 | 1 | 296:296 | 7 | |
4. | თურქეთი | 3 | 1 | 0 | 0 | 2 | 231:226 | 4 | |
5. | ბელგია | 3 | 1 | 0 | 0 | 2 | 234:258 | 4 | |
6. | დიდი ბრიტანეთი | 4 | 0 | 0 | 0 | 4 | 320:366 | 4 |