ფეხბურთი

11:20 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018: ინგლისი და დანარჩენები

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა. გარეტ საუთგეიტის გუნდს დარჩენილ ორ ტურში ერთი ქულაც მოუტანს რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზურს.

ინგლისელები F ჯგუფის პირველ ადგილთან ახლოს აქამდეც იყვნენ, მაგრამ კონკურენტ სლოვაკეთთან გამარჯვებამ, ყველაფერს ნათელი მოჰფინა. “უემბლიზე” სლოვაკეთი გზა მოჭრილი ჩავიდა – იან კოზაკის შეგირდებს მხოლოდ სამი ქულა თუ მისცემდათ შვებას, მაგრამ ასე ადვილი როდია ლონდონში ინგლისის ნაკრების ძლევა...

და მაინც, მატჩი სლოვაკთა სწრაფი გოლით დაიწყო: მესამე წუთზე იან ლობოტკამ ჯო ჰარტი უსაქმოდ დატოვა. მასპინძლებმა ნელ-ნელა სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდეს და ტაიმის ბოლოსკენ ამან შედეგიც გამოიღო – ერიკ დაიერმა გაქვითა სტუმართა გოლი. აი, მეორე ტაიმში კი, მატჩის გმირი მარკუს რეშფორდი გახდა, რომელმაც შორი დისტანციიდან შეძლო გატანა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლიც გამოდგა. ინგლისი იმავე სლოვაკეთს 5 ქულით უსწრებს და ძნელად წარმოსადგენია, რომ ლიდერობა დაკარგოს.

სამაგიეროდ, დიდი ბრძოლაა გაჩაღებული მეორე, საპლეი-ოფო ადგილისთვის – ერთი პოზიცია და სამი მსურველი. სლოვაკეთი, სლოვენიასა და შოტლანდიას ამჟამად ერთი ქულით უსწრებს. ყველაზე რთული კალენდარი სქოთებს აქვთ – სლოვაკეთი და სლოვენია.

შოტლანდიამ გუშინ მალტას მოკრძალებულად აჯობა – 2:0, ხოლო სლოვენიამ ლიტვა გაანადგურა – 4:0.

ინგლისი – სლოვაკეთი 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ლობოტკა (3), 1:1 დაიერი (37), 2:1 რეშფორდი (59)

შოტლანდია – მალტა 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბერა (9), 2:0 გრიფიტსი (49)

სლოვენია – ლიტვა 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 ილიჩიჩი (25, პენ), 2:0 ილიჩიჩი (61, პენ), 3:0 ვერბიჩი (82), 4:0 ბირსა (90)

1. ინგლისი 8 6 2 0 16:3 20
2. სლოვაკეთი 8 5 0 3 14:6 15
3. სლოვენია 8 4 2 2 10:4 14
4. შოტლანდია 8 4 2 2 14:10 14
5. ლიტვა 8 1 2 5 6:18 5
6. მალტა 8 0 0 8 2:21 0

მომდევნო ტური – 5 ოქტომბერი

ინგლისი – სლოვენია

მალტა – ლიტვა

შოტლანდია - სლოვაკეთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161963