მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფში შეიძლება ითქვას ყველაფერი ნაადრევად დასრულდა. წინ ორი ტურია, მაგრამ აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ადგილი და შესაბამისად, მუნდიალის საგზური გერმანიის ნაკრების ხელშია, ხოლო მეორე ადგილი და პლეი-ოფი – ჩრდილოეთ ირლანდიის.
ამავე ქვეჯგუფის დანარჩენ ოთხ წევრს წინ წაწევის შანსი უკვე დაკარგული აქვს. ერთადერთი ინტრიგა ისაა, რომ გერმანიას პირველი პოზიცია ოფიციალურად ჯერ არ გაუნაღდებია – სხვაობა 5 ქულაა, ხოლო მომდევნო ტურში, ბელფასტში სწორედ “ბუნდესნაკრები” ჩადის, მაგრამ ალბათ ესეც ფორმალობაა.
იოაჰიმ ლიოვის გუნდი დიდებულ ფორმაშია და ეს მერვე ტურმაც ცხადჰყო – მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ერთ დროს თავმოყვარე ნორვეგია დედამიწის პირისაგან აღგავა – 6:0.
დაახლოებით, იგივე დამართა აზერბაიჯანმა სან მარინოს (5:1), ხოლო აი, ჩრდილოეთ ირლანდია აგრძელებს სპეციალისტთა გაოცებას და ძლევამოსილ სვლას პლეი-ოფისკენ. ჩრდილოირლანდიელებმა ჩეხეთის ნაკრებს 2:0 მოუგეს და ბოლო იმედიც გადაუწურეს.
აზერბაიჯანი – სან მარინო 5:1 (2:0)
გოლები: 1:0 სიმაილოვი (20), 2:0 აბდულაიევი (25), 3:0 ისმაილოვი (57), 4:0 ჩევოლი (71, ა.გ), 4:1 პალაცი (74), 5:1 სადიგოვი (81)
გერმანია – ნორვეგია 6:0 (4:0)
გოლები: 1:0 იოზილი (10), 2:0 დრაქსლერი (17), 3:0 ვერნერი (21), 4:0 ვერნერი (40), 5:0 გორეცკა (50), 6:0 გომესი (79)
ჩრდ. ირლანდია – ჩეხეთი 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 ევანსი (28), 2:0 ბრანტი (41)
1. | გერმანია | 8 | 8 | 0 | 0 | 35:2 | 24 | |
2. | ჩრდ. ირლანდია | 8 | 6 | 1 | 1 | 16:2 | 19 | |
3. | აზერბაიჯანი | 8 | 3 | 1 | 4 | 8:12 | 10 | |
4. | ჩეხეთი | 8 | 2 | 3 | 3 | 10:9 | 9 | |
5. | ნორვეგია | 8 | 2 | 1 | 5 | 8:16 | 7 | |
6. | სან მარინო | 8 | 0 | 0 | 8 | 2:38 | 0 |
მომდევნო ტური – 5 ოქტომბერი
აზერბაიჯანი – ჩეხეთი
ჩრდ. ირლანდია – გერმანია
სან მარინო – ნორვეგია