ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზური გაიფორმა. “წითელმა ეშმაკებმა” შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოახერხეს რუსეთის ბილეთების დაჯავშნა. ეს არც იყო გასაკვირი: ბელგია H ჯგუფის ფავორიტად ისედაც მიიჩნეოდა და კონკურენცია ვერავინ გაუწია.
თავად განსაჯეთ, რობერტო მარტინესის გუნდმა 8 ტურში 22 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსან ბოსნიას 8 ქულით სჯაბნის. ბელგიამ მუნდიალის საგზური ოფიციალურად ათენში მოიპოვა. საბერძნეთის ნაკრები კარგა ხანს გაუძალიანდა მეტოქეს, მაგრამ ბოლო გატყდა. მთავარი მოვლენები 5-წუთიან ინტერვლაში დატრიალდა. ვერტონგენმა და ლუკაკუმ სტუმრებს მოაგებინეს, ხოლო ზეკამ სულ რაღაც ერთი წუთით აღადგინა სტატუქვო.
თუ ბელგია უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზეა, გასარკვევია ვინ გავა ამავე ჯგუფიდან პლეი-ოფში. შანსი აქვს სამ გუნდს – ბოსნია, საბერძნეთი და კვიპროსი. თუმცა, ეს უკანასკნელი ესტონეთში დამარცხდა და სასწაული უნდა მოხდეს, მეორე პოზიცია რომ დაიკავოს. აი, ბოსნიასა და საბერძნეთს შორის დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი – ამჯერად ბოსნიას უპირატესობა აქვს – ერთქულიანი.
ესტონეთი – კვიპროსი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 კაეტი (90)
გიბრალტარი – ბოსნია 0:4 (0:1)
გოლები: 0:1 ჯეკო (35), 0:2 კოდრო (65), 0:3 ლულიჩი (83), 0:4 ჯეკო (85)
საბერძნეთი – ბელგია 1:2 (0:0) VIDEO
გოლები: 0:1 ვერტონგენი (70), 1:1 ზეკა (73), 1:2 ლუკაკუ (74)
1. | ბელგია | 8 | 7 | 1 | 0 | 35:3 | 22 | |
2. | ბოსნია | 8 | 4 | 2 | 2 | 19:8 | 14 | |
3. | საბერძნეთი | 8 | 3 | 4 | 1 | 11:5 | 13 | |
4. | კვიპროსი | 8 | 3 | 1 | 4 | 8:12 | 10 | |
5. | ესტონეთი | 8 | 2 | 2 | 4 | 6:17 | 8 | |
6. | გიბრალტარი | 8 | 0 | 0 | 8 | 3:37 | 0 |
მომდევნო ტური – 7 ოქტომბერი
ბოსნია – ბელგია
გიბრალტარი – ესტონეთი
კვიპროსი - საბერძნეთი