ფინეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში შინ ისლანდიის გუნდი 1:0 დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფავორიტად სტუმრები იყვნენ შერაცხულნი, თუმცა ალექსანდერ რინგის მიერ მეექვსე წუთზე გატანილი გოლი საბოლოო აღმოჩნდა შეხვედრისთვის. მართალია ბურთის ფლობის უპირატესობა ისლანდიას ჰქონდა, თუმცა კარში უფრო მეტად ფინელები ურტყამდნენ და ანგარიშის გაზრდის საშუალებაც ჰქონდათ.
I ჯგუფის მეორე შეხვედრაში უკრაინამ ხარკოვში თურქეთი 2:0 დაამარცხა, თუმცა მსაჯებმა შეცდომები აშკარად დაუშვეს. პირველი გოლის დროს ანდრეი იარმოლენკო თამაშგარე მდგომარეობაში იყო. მეორე გოლის დროს ევგენი კონოპლიანკას ბურთი მოედნის მიღმა გაექცა და ისე გაუკეთა საგოლე გადაცემა კონოპლიანკას, თუმცა მსაჯებმა ამჯერადაც ვერაფერი დაინახეს.
მესამე შეხვედრა ხორვატიის და კოსოვოს დაპირისპირება ძლიერი წვიმის გამო გადაიდო და მატჩი დღეს განახლდება. ჯგუფში ჯერჯერობით უკრაინა 14 ქულით ლიდერობს და შემდეგ ტურში ისლანდიას სტუმრად დაუპირისპირდება.