ფეხბურთი

1:03 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაია: "ავსტრია ჩემთვის ორმაგი მოტივაციაა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ქვილითაიამ ირლანდიასთან ფრედ, 1:1 მატჩის შემდგომ WORLDSPORT.GE-სთან განაცხადა, რომ ირლანდიას მოგება სჭირდებოდა, ქართველები კი ლამაზი ფეხბურთის სათამაშოდ გავიდნენ მოედანზე.

"შედეგით იმდენად არ ვართ კმაყოფილები, რამდენადაც თამაშით. რაც შეეხება ჩემს თამაშს, კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტი შეიძლებოდა. ირლანდიას მოგება ჭირდებდა, ჩვენ არა, გავედით მოედანზე და ლაღად ვითამაშეთ. რაც შეეხება ფრეს, ვფიქრობ სამ ქულას ვიმსახურებდით დღეს. ალბათ ცუდი შედეგი იყო, თამაშიდან გამომდინარე პირველ რიგში.

დამაგვირგინებელ ფაზაში გვიჭირს და ვფიქრობ ეს გამოცდილება ნელ-ნელა თამაშით უნდა მოვიდეს. ვთვლი, რომ არ ვარ ბოლომდე გახსნილი, თუმცა შემდეგში ყველაფერი კარგად იქნება.

ავსტრია ჩემთვის ორმაგი მოტივაციაა, ჩავდივარ იქ, სადაც ყოველ დღე ვვარჯიშობ, ვთამაშობ. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ არ გაგვიჭირდება, რადგან ავსტრია უფრო ტექნიკური გუნდია და ასეთ გუნდებთან თამაში იმდენად არ გვიჭირს, როგორც ძლიერ გუნდებთან. ეს გამოჩნდა 75-ე წუთის მერე, როდესაც გუნდში თავი იჩინა უთამაშებლობამ.

მწვრთნელისგან დავალება იყო, ის, რომ ფეხბურთი უნდა გვეთამაშა და გვეთამაშა ლამაზად, რომელიც ქართველ მაყურებელს მოსწონს. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ვფიქრობ რომ შედარებით სუსტად ვითამაშეთ, პირველი ტაიმი გაცილებით კარგად ჩავატარეთ. ზოგადად მთელი ამ ციკლის განმავლობაში ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც 90 წუთი მაღალ დონეზე სათამაშოდ ძალა არ შესწევთ, ასევე იყო ბევრი ტრავმირებული მოთამაშე და ამ ფაქტორმაც ძალიან შეგვიშალა ხელი”, - გვითხრა ქვილითაიამ.

0.12451