ფეხბურთი

21:58 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტრადიცია დაირღვა – ფრე ირლანდიასთან

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურში ქულა მოიპოვა. “ჯვაროსნებმა” ირლანდიის ნაკრებს არაფერი დაუთმეს და ერთობ მნიშვნელოვანი ორი ქულა დააკარგვინეს. ანგარიში მეოთხე წუთზე შეინ დაფმა გახსნა.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და 34-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. გვილია-ანანიძე-ყაზაიშვილი ლამაზი კომბინაცია ვაკოს გოლით დასრულდა – 1:1.

წინ პირველი ტაიმის 10 წუთი და მთელი მეორე ტაიმი იყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. გატანა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა ყველა შემთხვევაში შემტევი სცოდავდნენ.

ტრადიცია კი დაირღვა – ირლანდიის ნაკრებმა საქართველოს ისტორიის განმავლობაში პირველად ვერ მოუგო. არადა, უკვე მეცხრედ შეხვდნენ ეს გუნდები ერთმანეთს. საქართველომ ქვეჯგუფში მეოთხე ქულა მოიპოვა, გამარჯვება კი ჯერაც არ მოუპოვებია. თავის მხრივ ირლანდიამ ლიდერის პოზიცია ერთპიროვნულად სერბეთს გადაულოცა.

0.165152