დღეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. თუმცა, ეს არ იქნება ზაზა ფაჩულიასა და დირკ ნოვიცკის დუელი – ლეგენდარულმა გერმანელმა სანაკრებო კარიერა ორი წლის წინ დაასრულა.
გერმანულ Basketball.de-სთან საუბარში ფაჩულია სწორედ ამ თემას ეხება:
“მას შემდეგ რაც ჯგუფში გერმანიის ნაკრები გვერგო, ნოვიცკის მესიჯი გავუგზავნე: დირკ, რას ფიქრობ, ბოლოჯერ დირკი VS ზაზა? – მან ძალიან მარტივად მიპასუხა და მომწერა - 39 (ნოვიცკი 39 წლისაა). მას ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ეს წარმოუდგენელია – მე ძალიან ბენდიერი ვარ, რომ მის გვერდით ერთი წელი ვითამაშე”, - ამბობს ზაზა გერმანულ გამოცემასთან საუბარში.
საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა მნიშვნელოვანი შეხვედრა 16:45 საათზე დაიწყება. გერმანიას არ ჰყავს დირკ ნოვიცკი, თუმცა ჰყავს დენის შრიოდერი – ასე რომ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეორე გამარჯვებისთვის ბოლომდე დახარჯვა მართებს.