ფეხბურთი

11:30 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018: გერმანია უდანაკარგოდ, პოლონეთი - მშრალზე

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები გუშინ სამ ქვეჯგუფში გაიმართა. გერმანიისა და ინგლისის ნაკრებები აგრძელებენ დამაჯერებლ ასპარეზობას და შორს არაა ის დღე, როდესაც ოროვე ევროპული გრანდი მუნდიალის საგზურს ოფიციალურად გაიფორმებს.

C ჯგუფს გერმანიის ნაკრები 7 ტურის თავზე უდანაკარგოდ, 21 ქულით ლიდერობს. იოაჰიმ ლიოვის გუნდმა ამჯერად მძიმედ, მაგრამ მაინც მიაღწია მთავარ მიზანს – გაიმარჯვა. პრაღაში ტმო ვერნერმა ანგარიში მალევე გახსნა, მაგრამ დარიდას გოლით მასპინძლებმა გაათანბრეს და ქულასთან ძალიან ახლოს იყვნენ. თუმცა, მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მატს ჰუმელსის ზუსტმა დარტყმა ალემანების უდანაკარგო სვლა გააგრძელა.

გერმანიას უკვე უსათუოდ გარანტირებული ექნებოდა, მაგრამ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები არ ნებდება. “მწვანეებმა” ამჯერად მაჩანჩალა სან მარინოს მოუგეს დიდი ანგარიშით და პირველი ადგილისთვის ბრძოლა ნამდვილად არარეალრს ჰგავს, მაგრამ აი, პლეი-ოფში თამაში თითქმის გარანტირებული აქვთ.

ჩეხეთი – გერმანია 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ვერნერი (4), 1:1 დარიდა (78), 1:2 ჰუმელსი (88)

ნორვეგია – აზერბაიჯანი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კინგი (32, პენ), 2:0 სადიგოვი (60, ა.გ)

სან მარინო – ჩრდ. ირლანდია 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 მაგენისი (70), 0:2 მაგენისი (75), 0:3 დევისი (78, პენ)

1. გერმანია 7 7 0 0 29:2 21
2. ჩრდ. ირლანდია 7 5 1 1 14:2 16
3. ჩეხეთი 7 2 3 2 10:7 9
4. ნორვეგია 7 2 1 4 8:10 7
5. აზერბაიჯანი 7 2 1 4 3:11 7
6. სან მარინო 7 0 0 7 1:33 0

მომდევნო ტური – 4 სექტემბერი

აზერბაიჯანი – სან მარინო

გერმანია – ნორვეგია

ჩრდ. ირლანდია - ჩეხეთი

E ჯგუფს პოლონეთის ნაკრები ლიდერობს – ის, პოლონეთი, რომელიც კოპენჰაგენში დანიას ეწვია და მწარე ალიყურიც იგემა. რობერტ ლევანდოვსკიმ და კომპანიამ სკანდინავიელებს ვერაფერი დაუპირისპირეს და განადგურდნენ – 0:4. ეს პოლონეთის პირველი მარცხი აღმოჩნდა მიმდინარე შესარჩევ ციკლში.

მეორე-მესამე ადგილებს დანია და მონტენეგრო იყოფენ, მაგრამ არც პირველი ადგილია შორ დისტანციაზე – მხოლოდ 3 ქულაა სხვაობა. მოკლედ, ამ ჯგუფში ყველაფერი წინაა და წესით მუნდიალის სანუკვარი საგზურისთვის დიდი ბრძოლები უნდა გაჩაღდეს.

ყაზახეთი – მონტენეგრო 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ვეშოვიჩი (31), 0:2 ბეჩირაი (53), 0:3 შიმიჩი (63)

დანია – პოლონეთი 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 დელანი (16), 2:0 კორნელიუსი (42), 3:0 იორგენსენი (59), 4:0 ერიკსენი (80)

რუმინეთი – სომხეთი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მაქსიმი (90)

1. პოლონეთი 7 5 1 1 15:11 16
2. მონტენეგრო 7 4 1 2 17:7 13
3. დანია 7 4 1 2 14:6 13
4. რუმინეთი 7 2 3 2 8:7 9
5. სომხეთი 7 2 0 5 7:15 6
6. ყაზახეთი 7 0 2 5 4:19 2

მომდევნო ტური – 4 სექტემბერი

სომხეთი – დანია

მონტენეგრო – რუმინეთი

პოლონეთი – ყაზახეთი

F ჯგუფს ინგლისის ნაკრები მოიგებს დიდი ალბათობით. გარეთ საუთგეიტის გუნდმა მორიგი 3 ქულა მალტასთან სტუმრად მოიპოვა. ამაში ეჭვი არც არავის ეპარებოდა, უბრალოდ “ლომებს” საკმაოდ გაუჭირდათ და მასპინძლების წინააღმდეგობა მხოლოდ მოერე ტაიმში დაძლიეს.

ინგლისის ნაკრებს კვალში სლოვაკეთი უდგას, რომელმაც ბრატისლავში ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ჰპოვა კონკურენტ სლოვენიასთან და მეორე ადგილსიკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თუმცა, ამ ეტაპზე ინგლისის ნაკრების გადასწრების შანსიც არსებობს და საკმაოდ რეალურიც.

თავის მხრივ, მეორე პოზიციის დაკავების თეორიულ შანსს ჯერაც ინარჩუნებენ უკვე ნახსენები სლოვენია და შოტლანდიის ნაკრები, რომელმაც ამ ჯერზე ლიტვაში გაისეირნა.

ლიტვა – შოტლანდია 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 არმსტრონგი (25), 0:2 რობერტსონი (30), 0:3 მაკარტური (72)

მალტა – ინგლისი 0:4 (0:0)

გოლები: 0:1 კეინი (53), 0:2 ბერტრანდი (86), 0:3 უელბეკი (90), 0:4 კეინი (90)

სლოვაკეთი – სლოვენია 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ნემეჩი (81)

1. ინგლისი 7 5 2 0 14:2 17
2. სლოვაკეთი 7 5 0 2 13:4 15
3. შოტლანდია 7 3 2 2 12:10 11
4. სლოვენია 7 3 2 2 6:4 11
5. ლიტვა 7 1 2 4 6:14 5
6. მალტა 7 0 0 7 2:19 0

მომდევნო ტური – 4 სექტემბერი

ინგლისი – სლოვაკეთი

შოტლანდია – მალტა

სლოვენია - ლიტვა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.187395