ფეხბურთი

21:50 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიას ესპანეთთან მატჩის წინ კიელინი გამოაკლდა

ტურინის “იუვენტუსის” ვიცე-კაპიტანი ჯორჯო კიელინი ტრავმირებულია. 33 წლის ფეხბურთელმა დაზიანება იტალიის ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და შეკრება უკვე დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია კიელინის ტრავმა – მას გამოკვლევა ტურინში დაბრუნებისთანავე ჩაუტარდება. წინასწარი ვარაუდით კი, შესაძლოა, 2-3 კვირა იუქმოს.

ჯორჯო კიელინი იტალიის ნაკრებს ესპანეთთან და ისრაელთან შეხვედრებში დააკლდება. “ფურია როხასთან” შეხვედრა “სკუადრა აძურასთვის” ფინალის ტოლფასია და შესაბამისად, ერთ-ერთი ლიდერის არყოფნა, სერიოზულ საფიქრალს უჩენს ჯამპიერო ვენტურას.

გარდა ამისა, დიდი შანსია, რომ ჯორჯო ვერც “იუვენტუსს” დაეხმაროს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კატალონიის “ბარსელონასთან” მატჩში.

0.111713