ფეხბურთი

18:00 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმს მაკლინი: "ჩვენი ფიქრები ახლა მხოლოდ საქართველოს უკავშირდება"

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მარტინ ონილმა ჯეიმს მაკლინი იახლა – “ვესტ ბრომვიჩ ალბიონისა” და ირლანდიის ნაკრების შემტევი.

მაკლინის განცხადებით კარგ ფორმაში იმყოფება და შეეცდება საქართველოს ნაკრები დაამწუხროს.

“ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაში ვიმყოფები – სამი გოლიც გავიტანე. საქართველოსთან პირველ შეხვედრაშუც შემეძლო გატანა და ვეცდები ეს ხვალ გავაკეთო. წინ ოთხი თამაში გვაქვს დარჩენილი, მაგრამ ახლა მთავარი ხვალინდელი შეხვედრაა და დანარჩენ მატჩებზე მხოლოდ შემდეგ უნდა ვიფიქროთ”, - განაცხადა მაკლინმა.

საქართველოს ნაკრები ირლანდიას 2 სექტემბერს, “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113701