ფეხბურთი

15:45 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებმა ალბანეთთან რევანში აიღეს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა ალბანეთში და 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე გავიდა: ლევან ხარაბაძემ ჩააწოდა და ალბანემა ფეხბურთელმა თავის კარში ჩაჭრა ბურთი.

საქართველოს შემადგენლობა: კერესელიძე, ტაბატაძე, ასათიანი, ფურცელძე, ხარაბაძე, დარცმელია, ანდრონიკაშვილი, ქოჩორაშვილი, ზარიძე, კუხიანიძე, ერგემლიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ნ.ნინუა, ა.ნინუა, ოზბეთელაშვილი, მალი, თოლორდავა, ქავთარაძე

როგორც იცით, ორი დღის წინ ამავე ანგარიშით დავმარცხდით მასპინძლებთან.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს გიორგი ყიფიანი წვრთნის და წლეულს ევროშესარჩევის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ელის: 8-14 ნოემბერს ბოსნიაში, სადაც ბოსნიის გარდა, საფრანგეთი და ანდორა ეყოლება მეტოქეებად.

0.117707