დიდი სლემის 19-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ამერიკის ღია პირველობის 1/32-ფინალში რუსი მიხაილ იუჟნი გაჭირვებით 6:1, 6:7, 4:6, 6:4, 6:2 დაამარცხა.
პირველი სეტი როჯერმა მარტივარ მოიგო, მეორე პარტიაშიც 4:2-ს იგებდა, მაგრამ იუჟნიმ მატჩში გარდატეხა შეიტანა და ტაი-ბრეიკზე 7:3 იმარჯვა. რუსს თითქოს დამაჯერებლობა შეემატა და მესამე სეტიც ერთი ბრეიკით მოიგო და სეტებში 2:1 დაწინაურდა. მაგრამ როჯერმა კონცენტრაცია მოახდინა და მომდევნო ორი პარტია მოიგო. შეხვედრა სამ საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. როჯერმა 12 ეისი ჩააწოდა და 16-დან რვა ბრეიკი შეასრულა.
მომდევნო ეტაპზე ფედერერი ფელისიანო ლოპესს შეხვდება, მატჩი 2 სექტემბერს თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.