ფეხბურთი

10:54 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018: "მამლებმა" ჰოლანდიას გადაურბინეს, "ეშმაკებმა" - გიბრალტარს" (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შედის – მეშვიდე ტურის მატჩები სამ ჯგუფში გაიმართა.

A ჯგუფში კლასიკური მატჩი გაიმართა, თუმცა კლასიკა ერთი გუნდის შესრულებით ვნახეთ. საფრანგეთის ნაკრებმა ჰოლანდია დედამიწის პირისაგან აღგავა და რუსეთს კიდევ უფრო მიუახლოვდა - 4:0. მატჩის გმირი ტომას ლემარი გახლდათ, რომელმაც დუბლი გაიფორმა. არც ანტუან გრიზმანს შეურცხვენია თავი: გოლი და საგოლე პასი. წერტილი კილიან მბაპემ დასვა. მოკლედ, აქ მნიშვნელოვანი არა “მამლების” ლაღი ფეხბურთი, არამედ ჰოლანდიის ღრმა კრიზისია. საუბარი არ გვაქვს მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე – მთლიანად ჰოლანდიური ფეხბურთია უფსკურის პირას და ამაზე კლუბების ნაჩვენები შედეგებიც მოწმობენ.

სოფიაში დრამატული შეხვედრა შედგა – ბულგარეთმა მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ბოლოში მაინც გატეხა შვედეთი და მუნდიალზე გასვლის შანსი დაიტოვა. ახლა, ბულგარელები შვედებს ქულით ჩამორჩებიან და წესით დარჩენილ ტურებში ბოლომდე იბრძოლებენ ოცნების ასახდენად. აი, ჰოლანდიას შანსი ისევ აქვს, მაგრამ არცთუ რეალურია – ამის თქმის უფლებას არა სატურნირო ცხრილი, არამედ უფრო მეტად “ნარინჯისფერთა” თამაშის ხარისხი გვაძლევს.

ამავე ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი სენსაციით დასრულდა – ლუქსემბურგის ნაკრებმა შინ ბელარუსს მოუგო – 1:0. ეს ჯუჯა სახელმწიფოს პირველი სამი ქულაა მიმდინარე შესარჩევ ციკლში.

ბულგარეთი – შვედეთი 3:2 (2:2)

გოლები: 1:0 მანოლევი (12), 1:1 ლუსტიგი (29), 2:1 კოსტადინოვი (33), 2:2 ბერგი (44), 3:2 ჩოჩევი (79)

საფრანგეთი – ჰოლანდია 4:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 გრიზმანი (14), 2:0 ლემარი (73), 3:0 ლემარი (88), 4:0 მბაპე (90)

ლუქსემბურგი – ბელარუსი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 და მოტა (60)

1. საფრანგეთი 7 5 1 1 15:5 16
2. შვედეთი 7 4 1 2 14:7 13
3. ბულგარეთი 7 4 0 3 12:14 12
4. ჰოლანდია 7 3 1 3 13:10 10
5. ბელარუსი 7 1 2 4 4:12 5
6. ლუქსემბურგი 7 1 1 5 7:17 4

მომდევნო ტური – 3 სექტემბერი

ბელარუსი – შვედეთი

ჰოლანდია – ბულგარეთი

საფრანგეთი - ლუქსემბურგი

B ჯგუფში თითქმის ყველაფერი გარკვეულია – ანუ, ცნობილი იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც მუნდიალთან ერთ ნაბიჯში არიან. სხვა საქმეა, რომ ერთს რუსეთში მოსახვედრად პლეი-ოფში თამაში მოუწევს. რომელი იქნება ეს ერთი გუნდი? – ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით მეორე ადგილზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრებია – ფერნანდუ სანტუშის ნაკრებს ძვირად უჯდება ჯერ კიდევ პირველ ტურში განცდილი მარცხი შვეიცარიაში – საქმე ისაა, რომ იქედან მოყოლებული უკვე 6 ტურია პორტუგალია მხოლოდ გამარჯვევებს ახერხებს, მაგრმ რად გინდა, თითქოს ამაოდ: შვეიცარიის ნაკრებს შვიდიდან შვიდი მოგებით პირველი ადგილი უკავია. ცალსახაა, რომ ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში, 10 ოქტომბერს გაირკვევა: პორტუგალია – შვეიცარია!

უნგრეთი – ლატვია 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 კადარი (6), 2:0 სჟალაი (26), 2:1 ფრიემანისი (40), 3:1 სოლოვიოსი (68, ა.გ)

პორტუგალია – ფარერები 5:1 (2:1) VIDEO

გოლები: 1:0 რონალდუ (3), 2:0 რონალდუ (29, პენ), 2:1 ბალდვისონი (38), 3:1 კარვალიო (58), 4:1 რონალდუ (65), 5:1 ოლივეირა (84)

შვეიცარია – ანდორა 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 სეფეროვიჩი (43), 2:0 სეფეროვიჩი (62), 3:0 ლიხშტაინერი (67)

1. შვეიცარია 7 7 0 0 15:3 21
2. პორტუგალია 7 6 0 1 27:4 18
3. უნგრეთი 7 3 1 3 11:8 10
4. ფარერები 7 1 2 4 3:15 5
5. ანდორა 7 1 1 5 2:16 4
6. ლატვია 7 1 0 6 3:15 3

მომდევნო ტური – 3 სექტემბერი

ფარერები – ანდორა

უნგრეთი – პორტუგალია

ლატვია - შვეიცარია

H ჯგუფიდან მუნდიალზე პირდაპირ გამსვლელი გუნდის ვინაობა ფაქტობრვად ცნობილია – ბელგიის ნაკრები თუ მომდევნო ტურში საბერძნეთს დაამარცხებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ჯიბეში ექნება. ასეც რომ არ მოხდეს, ეს დროის ამბავია. იქამდე კი, რობერტო მარტინესის გუნდმა გიბრალტარი გამოიჭირა და კარგა გვარიანად დაჩაგრა – 9:0. “წითელმა ეშმაკებმა” მეტოქეს გადაუარეს და ლამის ორნიშნა ციფრზეც ავიდნენ.

სამაგიეროდ, თუ ბელგიას არაფერი უჭირს, არ ულხინთ ბოსნიასა და საბერძნეთის ნაკრებებს – ელადებმა იმდენი მოახერხეს, რომ საკუთარ მოედანზე ესტონეთის ნაკრებს გოლი ვერ გაუტანეს – 0:0. ბერძენთა ბედად, მეზობელმა კვიპროსმა გაუმართა ხელი.

კუნძულელები თავმოყვარე ბოსნიასთან საკუთარ მოედანზე პირველი ტაიმის მერე 0:2 აგებდნენ, მაგრამ მეორე 45 წუთში საოცრება მოახდინეს და მოიგეს – 3:2.

ამ ჯგუფში თუ პირველზე ბელგიის გასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, სამაგიეროდ გასარკვევია პლეი-ოფის საგზურის მფლობელის ვინაობა – საბერძნეთი თუ ბოსნია? – ამ კითხვას პასუხს დარჩენილი სამი ტური გასცემს.

ბელგია – გიბრალტარი 9:0 (6:0) VIDEO

გოლები: 1:0 მერტენსი (16), 2:0 მუნიე (18), 3:0 ლუკაკუ (21), 4:0 ვიტსელი (27), 5:0 ლუკაკუ (38), 6:0 აზარი (45), 7:0 მუნიე (61), 8:0 მუნიე (67), 9:0 ლუკაკუ (86, პენ)

კვიპროსი – ბოსნია 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 სუნჯიჩი (33), 0:2 ვისჩა (44), 1:2 კრისტოფი (65), 2:2 ლაბანი (67), 3:2 სოტირიუ (76)

საბერძნეთი – ესტონეთი 0:0 (0:0)

1. ბელგია 7 6 1 0 33:2 19
2. საბერძნეთი 7 3 4 0 10:3 13
3. ბოსნია 7 3 2 2 15:8 11
4. კვიპროსი 7 3 1 3 8:11 10
5. ესტონეთი 7 1 2 4 5:17 5
6. გიბრალტარი 7 0 0 7 3:33 0

მომდევნო ტური – 3 სექტემბერი

ესტონეთი – კვიპროსი

გიბრალტარი – ბოსნია

საბერძნეთი - ბელგია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.234707