ფეხბურთი

0:55 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორიე “ტოტენჰემში” გადავიდა

“პარი სენ-ჟერმენის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი სერჟ ორიე კარიერას “ტოტენჰემში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“დეზებმა” 24 წლის მარჯვენა მცველის სანაცვლოდ პარიზულ კლუბს 22.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს, ხოლო კოტ დ’ივუარელ მოთამაშეს ხუთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.

ორიე პსჟ-ს ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 81 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132659