ფეხბურთი

23:31 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციომ” ნანი ინათხოვრა

“ვალენსიას” და პორტუგალიის ნაკრების შემტევი ლუიშ ნანი კარიერას “ლაციოში” განაგრძობს. 30 წლის ფეხბურთელი “არწივებში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს და ამის სანაცვლოდ “ღამურები” ორ მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო სეზონის დასრულების შემდგომ რომაულ კლუბს ლუიშის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა შეეძლება.

ნანი “ვალენსიას” გასულ ზაფხულს “ფენერბახჩედან” 8 მილიონ ევროდ შეუერთდა. გამოცდილი ფეხბურთელი გასულ სეზონში ხშირად ტრავმიანობდა და ამის გამო ბევრი თამაშის გამოტოვება მოუწია. მან “ღამურების” მაისური 26-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თეგებილუიშ ნანი
0.118585