ბრაზილიისა და ირანის შემდეგ, იაპონია გახდა ის ნაკრები, რომელმაც ოფიციალურად გაინაღდა შესარჩევიდან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გასვლა. ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის გაწვრთნილებმა 2:0 სძლიეს ავსტრალიას და ერთი ტურით ადრე გაინაღდეს პირველი ადგილი.
იაპონელთაგან გოლები გაიტანეს "შტუტგარტის" ტაკუმა ასანომ (41) და "გამბა ოსაკას" იესუკე იდეგუჩიმ (82).
მეორეზე ან საუდის არაბეთი გავა, ან ავსტრალია. ბოლო ტურში საუდელები შინ იაპონიას ეთამაშებიან, ხოლო ავსტრალიელები - ტაილანდს. ავსტრალია თუ მოიგებს (და სავარაუდოდ, ასეც მოხდება), რუსეთის საგზურს გაინაღდებს.