ფეხბურთი

22:20 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჰიოვედესი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

გელზენკირხენის “შალკეს” კაპიტანი ბენედიქტ ჰიოვედესი კარიერას “იუვენტუსში” გააგრძელებს. იტალიური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ჰიოვედესი ტურინში მიმდინარე სეზონს იჯარის წესით გაატარებს, რომლის ღირებულებამაც 3.5 მილიონი ევრო შეაგდინა.

“ბებერ ქალბატონს” 29 წლის მცველის გამოსყიდვა 13 მილიონ ევროდ შეეძლება. ოღონდ ამისთვის გერმანელმა მინიმუმ 25-ჯერ უნდა დაიცვას “იუვენტუსის” ღირსება.

ჰიოვედესი “შალკეს” აკადემიის აღზრდილია და სხვა გუნდში არასდროს უთამაშია. პირველ გუნდში დებიუტი 10 წლის ჰქონდა, ხოლო ბოლო 5 წელი კაპიტნის სამკლავურს ატარებდა.

0.145772