მილანის “ინტერის” ახალწვეული ჟოაო კანსელო დაუშავდა. 23 წლის მცველმა დაზიანება პორტუგალიის ნაკრების შეკრებაზე მიიღო და როგორც გამოკვლევამ აჩვენა, მარჯვენა მუხლზე მიღებული ტრავმა სერიოზული.
ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა პერიოდი გაუცდება პორტუგალიელს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა ორი თვე იუქმოს.
შეგახსენებთ, “ინტერმა” ჟოაო კანსელო ცოტა ხნის წინ “ვალენსიადან” შეიძინა. “ნერაძურის” რიგებში მან ჯერჯერობით ერთადერთი თამაშის ჩატარება მოასწრო.