საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ფინალური ბლოკის პირველ შეხვედრაში რუსი დენის იარცევი "ოქროს დროში” შესრულებული ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს ერთადერთი გამარჯვება აშორებს.
ძირითად ბადეში გამოსვლა შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში დაასრულა, იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან მარცხით. იქამდე ბრაზილიელი მარსელო კონტინი, გამბიელი ფაი ნჯი და სლოვენიელლ მარტინ ჰოჟაკი ჩამოიშორა. რეპეშაჟის ფინალში კი სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანს დაუპირისპირდება.