ფეხბურთი

23:50 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი: “მოღალატე არ ვარ!”

იტალიის ნაკრები ესპანეთთან მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება. მთავარი ინტრიგა კი, ლეონარდო ბონუჩის შეკრებაზე გამოჩენა გახლდათ, რადგან “მილანის” კაპიტანს თავის ყოფილ გუნდელებთან ერთად ისევ მოუწევს თამაში.

ბონუჩი იტალიელ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და თავდაპირველად სწორედ “იუვენტუსის” დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. შემდეგ კი, იტალია – ესპანეთის შეხვედრაზე:

“ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით – მინდა აღვნიშნო, რომ არ ვარ მოღალატე, დაქირავებული, რასაც ხალხი მიწოდებს. მათ არ იციან რა მოხდა. ვარჩიე “იუვენტუსიდან” წასვლა, რადგან ამისკენ ხელმძღვანელობამ მიბიძგა.

“მილანში” ფულის გამო არ გადავსულვარ, სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, მაგრამ გასულ სეზონში თითქმის იმდენი გამოვიმუშავე, რამდენსაც ახლა “მილანში” ვიღებ. ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. თუმცა, სიამოვნებით შევხვდი ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს “იუვენტუსიდან”, რომლებიც ჩემი ცხოვრების მეგობრები არიან.

ესპანეთი? – მე მოვისმინე ვენტურას განცხადებები და ვეთანხმები მას. მეც აღფრთოვანებული ვარ მათთად დაპირისპირებით. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით მეტოქის შესაძლებლობები, ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგის მისაღწევად. სერხიო რამოსი კი დღეს მსოფლიოს საუკეთესო მცველია.

ახალგაზრდები? – მოხარული ვარ, რომ რამდენიმე უკვე ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და იმედია, მომავალშიც ასე იქნება. მჯერა, რუგანის, რომანიოლის და კალდარას შეუძლიათ თავისი სიტყვა თქვან ფეხბურთში. ასევე, მეიმედება ფილიპო რომანიას – მას “იუვენტუსიდან” ვიცნობ, ახლა კი, “კალიარიში” თამაშობს. ვფიქრობ, იგი ძალიან მგავს სათამაშო თვისებებით. კარგი თაობა გვყავს ნახევარდაცვაშიც: ვერატი, პელეგრინი. თავდასხმაში ბელოტი და ინსინიე.

ბედნიერი ვარ, რომ მქონდა საშუალება მეთამაშა და ტიტულები მომეგო ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც ბუფონი, ბარძალი, კიელინი, დიბალა, იგუაინი და ყველა სხვა ფეხბურთელია”, - თქვა ბონუჩიმ პრესკონფერენციაზე.

ესპანეთი იტალიას 2 სექტემბერს, მადრიდში უმასპინძლებს. ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად “ფურია როხას” ფრეც აწყობს, ხოლო სტუმარ “სკუადრა აძურას” – მხოლოდ სამი ქულა.

0.115104