მოსკოვის “ლოკომოტივმა” ევროპის 2016 წლის ჩემპიონი, ედერი გაიფორმა. 29 წლის ფეხბურთელი, რომელიც აქამდე ფრანგულ “ლილში” ირჯებოდა, “რკინიგზელთა” ღირსებას იჯარის წესით დაიცავს.
ედერს გამორჩეული კარიერა აქამდე არ ჰქონია, მაგრამ გამორჩეული და დაუვიწყარი ეპიზოდი – ნამდვილად. ევრო 2016-ის ფინალში სწორედ მან გაუტანა საფრანგეთის ნაკრებს ერთადერთი გოლი, რომელმაც პორტუგალიას ისტორიული ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
შეგახსენებთ, “ლოკომოტივის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ქართველი სოლომონ კვირკველიაა.