ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში როჯერ ფედერერმა 19 წლის ამერიკელი ფრენსის ტიაფოე მძიმე ბრძოლაში 4:6, 6:2, 6:1, 1:6, 6:4 დაამარცხა (VIDEO).
შეხვედრა 2 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა. გადამწყვეტ მეხუთე სეტში, 5:4-ზე როჯერ ფედერერმა გამარჯვების მომტანი ბრეიკი შეასრულა. როჯერმა 13-დან 6 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ტიოფემ 5-დან ოთხი.
მომდევნო ეტაპზე როჯერი კავჩიჩი-იუჟნის შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
როჯერს ამერიკის ღია პირველობა 5-ჯერ აქვს მოგებული (2004, 2005, 2006, 2007, 2008).