ფრანგულმა “მონაკომ” სტევან იოვეტიჩი გაიფორმა. როგორც მონეგასკთა ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, მონტენეგროელი თავდამსხმელი “ლუი II”-ზე 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.
იოვეტიჩი “მონაკოში” კილიან მბაპეს შემცვლელად მოაზრება, რომელიც “პარი სენ ჟერმენში” გადავიდა. სხვათა შორის სტევანმა 10 ნომრიანი მაისური მოირგო, რომელიც ბოლოს მბაპეს ემოსა.
სტევან იოვეტიჩმა სახელი ფლორენციის “ფიორენტინაში” თამაშით გაითქვა. შემდეგ “მანჩესტერ სიტის”, “ინტერისა” და “სევილიას” რიგებშიც მოასწრო თამაში, თუმცა წარუმატებლად.
აქვე გეტყვით, რომ “მონაკო” ახლოსაა კიდევ ერთი შემტევის, კეიტა ბალდეს ტრანსფერის დახურვასთან. “ლაციოს” ფეხბურთელი უკვე მონტე კარლოშია და სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის.